Saturday, May 17, 2014

სასწავლო პროექტების ამოცანები



მოსწავლეები შეძლებენ :
  • ინფორმაციის მოსაძიებლად  ექსპედიციის მოწყობას, თუშურ სოფელში  და   მოიძიებენ თუშური ქსოვილების ნიმუშებს;
  • მოსწავლეები შეძლებენ, ორნამენტების ჩანახატებს გაკეთებას;
  • ჩანახატების მიხედვით შექმნიან ნამუშევრებს;
  • ნამუშევრების შექმნის დროს ჩართავენ შემოქმედებით უნარებს;
  •  შეარჩევენ საგამოფენო სივრცეს;
  • მოაწყობენ გამოფენას;

Friday, May 16, 2014

მეორე დღის რეფლექსია

 დღეს დავრეგისტრირდი ბლოგზე.იდეები განვათავსეთ ბლოგზე, განვიხილეთ და დავხვეწეთ, გავაკეთეთ ბროშურა,  ბროშურაში ჩავწერეთ სამი უჯრა, გავაფერადეთ  და შევინახეთ ჩვენს პროექტებით სწავლების ფოლდერებში.  მოვრჩით და მივდივართ სახლში, იმედია ჩემს ტრანსპორტს მივუსწრებ.

ჩემი პროექტის იდეა

   ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია. სტუდენტები მოაწყობენ ექსპედიციას თუშეთის სოფლებში, ხალხური გობელინებიდან, ხალიჩებიდან, თექის ნამუშევრებიდან გააკეთებენ  ორნამენტების    ჩანახატებს, ესკიზებს, ეტიუდებს და შეისწავლიან ქსოვილის დამზადების ტექნოლოგიას.
   მოძიებული მასალის მიხედვით შექმნიან  ნამუშევრებს, მოაწყობენ გამოფენას, შექმნიან ელექტრონულ კატალოგს თუშური გობელენი გუშინ და დღეს.